среда, 3 мая 2017 г.

ძვირფასო მშობლებო,  დიდი ხანია აღარ გვითამაშნია :)
განვლილი საპროგრამო მასალის მიხედვით, ბავშვებთან ერთად, შეეცადეთ დაწეროთ შესაბამისი ზღაპრები. ზღაპრების სახელწოდება შეიძლება იყოს „ერთხელ მათემატიკის სამეფოში“, „როგორ შეიქმნა მათემატიკის გაკვეთილი“, „მათემატიკის პლანეტა“ , „ნული და ნატურალური რიცხვები“, „მეგობრული რიცხვები“, „ამბავი ცამეტისა“, „როგორ გაჩნდა ათიანი“, „ციფრთა სამყაროში“, „სხივი“, „წერტილი და წრფე“, „ჯადოსნური ფიგურები“, „წრე და კვადრატი“, „სამკუთხედი და კვადრატი“, „სახალისო გეომეტრია“, „აქა ამბავი წესრიგისა და ჰარმონიისა“, „არითმეტიკის სამეფოს მბრძანებელი“, „დაკარგული რიცხვები“. და ა. შ ( შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვა სათაურიც შეურჩიოთ)
ივნისის თვეში თქვენ მიერ დაწერილი ზღაპრები კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ეს აქტივობა დაგეგმილი  არის ახალი ქართული პროექტის ფარგლებში. 
ძალიან სახალისო, საინტერესო და ამავდროულად სასარგებლოა მათემატიკის შესასწავლად.


Комментариев нет:

Отправить комментарий