წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

ჩვენთან წიგნის საჯაროდ კითხვა კვლავ გრძელდება, რაც ჩემს პატარებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. დღეს ჩვენი სტუმარი x კლასის მოსწავლე ერეკლე მიქაძე იყო
 ( ქართულის მასწავლებელი და დამრიგებელი -- ეკა დევიძე) ერეკლე კონკურსის „აწ ენა მინდა გამოთქმად“ გამარჯვებულია.მისმა ხმის ტემბრმა და გამომსახველობითმა კითხვამ ჩემი პატარები მონუსხა და სულგანაბულები უსმენდნენ. ერეკლემ პატარებს ბევრი საინტერესო მოთხრობა წაუკითხა, შემდეგ კი წაკითხულის შესახებ იმსჯელეს. 



















საინტერესო მოთხრობები პატარებს ასევე ჩვენი მარიამის დედიკომ წაუკითხა. ქალბატონი თეონა ასევე ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარია. ბოლოს კი პატარებს წაკითხულის შესახებ თავიანთი აზრი გამოათქმევინა.







Комментариев нет:

Отправить комментарий